გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გრიგოლია: მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი

5-12-2022

მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.


გიორგი გრიგოლიას განცხადებით, კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული ღონისძიებებისთვის მზად არის, თუმცა მისი სრული განკურნება ჩვენთან შეუძლებელია.


„ახლა უკვე კახექსიური მდგომარეობაა. კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება ინსულტიც, ინფარქტიც, რა სუსტი წერტილიც აქვს ორგანიზმში, ის რთულდება და ამ შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდება, რისთვისაც კლინიკა, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა.


რაც შეეხება განკურნებას, ეს უფრო მძიმე საკითხია. ჩვენ წინა დასკვნაშიც ვთქვით, რომ ვინაიდან, ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს [სასჯელის] გადავადება ან და სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება. ეს ჩვენი აზრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს“, - განაცხადა მან.


ამასთან, გიორგი გრიგოლიას თქმით, საჭირო არა არის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის უცხოელი ექიმების ჩამოყვანაც.


„მე მაგალითად არ მგონია, რომ რაღაც ინოვაციური მეთოდები არსებობდეს და ექიმების ჩამოყვანაც არ არის ხოლმე საჭირო. აქ ხომ ოპერაცია არ არის გასაკეთებელი. რაიმე ინოვაციური მეთოდი თუ არსებობს მკურნალობის, დღეს ყველასთვის ყველაფერია ცნობილი, ამიტომ ამას ჩამოყვანა აღარ სჭირდება“, - დასძინა გიორგი გრიგოლიამ.