გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ ნიკოლაშვილი: რაც დაფარული იყო კაილის შემთხვევაში, ღიაა მიშას შემთხვევაში, როცა გააფორმეს ლობისტური კონტრაქტი მისი ინტერესების დასაცავად

14-12-2022

ევროპარლამენტის ოთხი ქალი - მარკეტა, რასა, ვიოლა და მირიამი წუხელ, ცარიელ დარბაზში დებატისას (უმრავლესობა ალბათ ყატარს უყურებდა), სააკაშვილის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა, ამ თემას ევროპულ პერსპექტივას უკავშირებდა და ვითარების დასამძიმებლად ბიძინა ივანიშვილის

საქართველოს მძევლად აყვანას აბრალებდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი წერს.


როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, რაც დაფარული იყო ევროპარლამენტარ კაილის შემთხვევაში, ღიაა მიშას შემთხვევაში, როცა გააფორმეს ლობისტური კონტრაქტი მისი ინტერესების დასაცავად.

 

მისივე თქმით, ლობისტური კამპანია, რომლის მესიჯბოქსის ღერძიც სააკაშვილის შეცოდებაზე აეგო, იმის ნაცვლად რომ მიშას მონანიებისა და შეცდომების აღიარების ჩვენებისკენ მოუწოდებდეს, რასაც მისი შვილიც კი მიხვდა რომ საჭიროა, მესიჯის გაჯერებას ბიძინას და ქვეყნის მძევლობის დაკავშირებით ცდილობს.

 

„ყატარის ჩემპიონატს ნეტა ფინალამდე მიიყვანდნენ და როგორც ამერიკელებმა ამოაყირავეს 1994 წელს, ისე არ იზამდნენ. ევროპარლამენტარი და ვიცე სპიკერი ევა კაილი ყატარიდან ქრთამის აღებას იმის შემდეგაც უარყოფს, რაც ბელგიის პოლიციამ ორი სახლის ჩხრეკის შემდეგ მილიონნახევარი ევრო ქეშით ამოიღო. ფოტო ორიგინალია.


სკანდალამდე ევა კაილი ყატარს ღიად ლობირებდა და თავის გამოსვლებში როგორც შრომითი ურთიერთობების დამცველ ქვეყანად წარმოაჩენდა. ეს განცხადებები დღეს მის ლობისტურ საქმიანობას ღიად წარმოაჩენს. თუმცა, რაც დაფარული იყო კაილის შემთხვევაში, ღიაა მიშას შემთხვევაში, როცა გააფორმეს ლობისტური კონტრაქტი მისი ინტერესების დასაცავად. ამუშავდა მანქანა, დაიძრა საგაზეთო სტატიები, სიუჟეტები, ამუშავდნენ სპიკერები.


ევროპარლამენტის ოთხი ქალი წუხელ ცარიელ დარბაზში დებატისას (უმრავლესობა ალბათ ყატარს უყურებდა), მარკეტა, რასა, ვიოლა და მირიამი სააკაშვილის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა, ამ თემას ევროპულ პერსპექტივას უკავშირებდა და ვითარების დასამძიმებლად ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მძევლად აყვანას აბრალებდა. ლობისტური კამპანია, რომლის მესიჯბოქსის ღერძიც სააკაშვილის შეცოდებაზე აეგო, იმის ნაცვლად რომ მიშას მონანიებისა და შეცდომების აღიარების ჩვენებისკენ მოუწოდებდეს, რასაც მისი შვილიც კი მიხვდა რომ საჭიროა, მესიჯის გაჯერებას ბიძინას და ქვეყნის მძევლობის დაკავშირებით ცდილობს. და მოკავშირე ევროპარლამენტარებსაც ამას ალაპარაკებს. რა გამოვა ამ საქმიდან? სრულიად არაფერი. ჩემპიონატი მაინც შედგება. საქართველო კი ევროკავშირში ინტეგრაციას გააგრძელებს“ - წერს გურამ ნიკოლაშვილი.