გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: როგორც თავის დროზე ბაქო- ჯეიჰანის პროექტი იყო, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი ენერგო დამაკავშირებელი კაბელია, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, ეს პროექტი რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლს შეცვლის

17-12-2022

როგორც თავის დროზე ბაქო- ჯეიჰანის პროექტი იყო, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი ენერგო დამაკავშირებელი კაბელია, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პროექტი რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლს შეცვლის.


„ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო იყო სტაბილური პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებისთვის, იგივე ნახშირწყალბადების მიწოდების კუთხით, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის ბაქო-ჯეიჰანი და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, არ არის ხმამაღალი განცხადება აღინიშნოს, რომ 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი, როგორც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანი იყო, არის ენერგო დამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის.


ასე, რომ ვფიქრობ, რომ ეს პროექტი საქართველოს როლს ზოგადად რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე შეცვლის, ეს ერთი და მეორეს მხრივ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, იმიტომ, რომ დაკავშირების შემთხვევაში საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის და ჩვენ მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ, დასაქმებას შევქმნით და რა თქმა უნდა, მეტი სიკეთე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში.


საქართველოს ორი მიმართულებით გააჩნია დიდი როლი: ერთი ეს არის ის, რომ ჩვენ ჩვენი გენერაციის პროდუქტის პირდაპირი ექსპორტირება მოვახდინოთ ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე, მაღალ ფასიან ბაზარზე და შესაბამისად, ჩვენი სექტორის მიზიდულობა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრი ამას წინადაც საუბრობდა თუ რამდენად თანამიმდევრულია ზოგადად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ენერგეტიკული პოლიტიკა. წლის დასაწყისიდან განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა ავამოქმედეთ და მთელი წელი სექტორთან ვიმუშავეთ. ჩვენ რამდენიმე ათასი მეგავატის სიმძლავრის პროექტები გვაქვს უკვე მხარდაჭერილი აი იმ წინასწარი შეთანხმებით და უშუალოდ 2023 წლიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფოს გარანტიების შედეგად, დეველოპერები და ინვესტორები შეძლებენ დაფინანსების მოზიდვას და ეს პროექტები, რომლებიც ქაღალდზე გვაქვს, რეალურად განხორციელდება და მეორეს მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, შეგვიძლია დამატებითი ეკონომიკური სიკეთე, შემოსავალი მივიღოთ იგივე სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, ისევე, როგორც ჩვენ სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც ვახორციელებთ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ელექტრო ენერგიის ნეტო ექსპორტიორი, ელექტრო ენერგია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი იქნება იმიტომ, რომ ეკონომიკების სტრუქტურა იცვლება, მსოფლიოს ელექტროფიკაცია არის უფრო და უფრო აქტუალური და ასევე, საქართველო დააკავშირებს ევროპას კასპიის რეგიონთან, რომელიც არა მხოლოდ ტრადიციული ელექტრო პროდუქტების უკვე დამკვიდრებული ექსპორტიორია, არამედ განახლებად ენერგიებშიც აზერბაიჯანსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.