გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრესაში გაჩაღებულ საერთაშორისო „წიოკს“ ისეთივე შედეგი ექნება, როგორიც გუშინდელ საპროტესტო „გრიგალს“ - გოგა ხაინდრავა

5-01-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად დეკანოიძე ამბობს, რომ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, რომელიც საერთაშორისო პრესაში გაჟღერდა, უშედეგო იქნება:


„ქრთამი ჯოჯოხეთს კი ანათებს, თუმცა ჯოჯოები ჯოჯოებად რჩებიან. მექრთამეები მექრთამეებად. „ნაცები“ „ნაცებად“. ბეცები ბეცებად. ცუცები ცუცებად. პრესაში გაჩაღებულ საერთაშორისო „წიოკს“ ისეთივე შედეგი ექნება, როგორიც გუშინდელ საპროტესტო „გრიგალს“ SAVE MISHA“ - წერს გოგა ხაინდრავა.