გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე: როგორც ყოველთვის ასეთ ტრაგედიებზე სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციების აგორების მცდელობა მეტყველებს ავტორთა უკიდურეს ზნედაცემულობაზე

20-01-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ ტრაგედიებზე სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციების აგორების მცდელობა მეტყველებს ავტორთა უკიდურეს ზნედაცემულობაზე.

 

ანალიტიკოსი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

„საგარეჯოში მომხდარი გაუგონარი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებ დაღუპულთა, თავდადებული პოლიციელის ოჯახებს და ახლობლებს! დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ბევრ შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი და გაეცემა კიდეც. როგორც ყოველთვის, ასეთ ტრაგედიებზე სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციების აგორების მცდელობა მეტყველებს ავტორთა უკიდურეს ზნედაცემულობაზე“- წერს აბაშიძე.