გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ახალი სავარძელი ახალარჩეული მერისთვის შუახევში

30-11-2017

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერისთვის, ფრიდონ ფუტკარაძისთვის სავარძლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შუახევის გამგეობამ უკვე გამოაცხადა.

შავი ფერის სავარძელთან ერთად შუახევის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვით ტანსაცმლისა ერთ და წიგნების – ორ კარადას, 20 საოფისე სკამსა და სავარძლების სამეულს  ყიდულობს.

შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ სამეულსა და ტანსაცმლის კარადას, მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებისთვის ყიდულობენ, რაც შეეხება სავარძელს, შუახევის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ომარ აბუსელიძე განმარტავს, რომ ხელმძღვანელი პირისთვის სავარძელი გამგეობამ 4-5 წლის წინ შეისყიდა.

„არსებული სავარძელი მწყობრიდან გამოვიდა, ავეჯის შესყიდვაზე თანხმობა მთავრობისგან მივიღეთ“ – ამბობს ის.

ავეჯის შესყიდვაზე შუახევის მერიის მიერ, 2 490 ლარზე, 27 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი 5 დეკემბერს დასრულდება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავეჯი შუახევის მერიას 26 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"