გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა

24-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა.


ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ გენჯერი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი დახვდნენ.


ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდება, რომლებიც მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ. მთავრობის მეთაური ასევე ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს.