24-07-2018
გორის მუნიციპალიტეტის სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის, რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული საკითხი განიხილეს.
საქმე ეხება, მერის იმპიჩმენტის ინიციატივას, ამის საფუძვლად კი ოპოზიცია თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ასახელებს. კომისიის წევრების უმრავლესობამ აღნიშნული საკითხის სხდომაზე განხილვას მხარი არ დაუჭირა.
"კოტე თავზარაშვილი, 8 თვის განმავლობაში არღღვევდა კანონს, მიზეზად კი გულმავიწყობას ასახელებდა. ეს კი მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი არგუმენტისა, ,,ქართულო ოცნების“ უმრავლესობამ იმპიჩმენტის ინიციატივაზე მხარი არ დაგვიჭირა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას იქამდე გავაპროტესტებთ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“-აცხადებს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განმარტებით, საკითხი არასწორად იყო დაყენებული და მხარდაჭერა სწორედ ამის გამო ვერ მოიპოვა.
,,ეს არ იყო სამართლიანი მოთხოვნა. საკითხი არასწორად იყო დაყენებული და ბატონი მერი არ არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება და თემა დაიხურა“-აღნიშნა მარლენ ნადირაძემ, რომელიც კომისიას ლია ჩლაჩიძის ნაცვლად უძღვებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ რეესტრში აღნიშნული მონაცემების გაუქმება გორის მერს დაავიწყდა და ამის გამო იმპიჩმენტის დაყენების უფლებას კანონი არ აძლევთ.
კომისიის 8 წევრიდან, 5-მა მიიჩნია, რომ კოტე თავზარაშვილი კანონს არ არღვევს. დანარჩენ სამ წევრს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს. მათ შორის იყო “ქართული ოცნება-კონსერვატორების წევრი იოსებ მუმლაძეც. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხმების 54, 9 % მოიპოვა.მერად არჩევის შემდეგ კონსტანტინე თავზარაშვილის მოკლე ბიოგრაფია მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია რომ შპს ,,მარინის“ დირექტორად თავზარაშვილი 1998-2002 წლლებში მუშაობდა. ამ პოზიციის დატოვების მიზნით კი საჯარო რეესტრში ცვლილებები მერად არჩევიდან 8 თვეში შეიტანა.