გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ზურულდის თასი 2023"-სვანეთში სათხილამურო სეზონი დასრულდა

30-03-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე სათხილამურო ტურნირი "ზურულდის თასი 2023" გაიმართა.  შეჯიბრში მოყვარული მოთხილამურეები და ყოფილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.


ღონისძიებასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში პრესტური მოაწყო, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იყვნენ წარმოდგენილები. 


შეჯიბრი სვანეთში მეორედ ჩატარდა.  "ზურულდისთასი 2023"-ის ფარგლებში მოყვარულმა მოთხილამურეებმა თავიანთი შესაძლებლობები ღამის სრიალისას გამოცადეს, ყოფილი სპორტსმენები კი ერთმანეთს დღისით შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ამ შეჯიბრით ზამთრის სათხილამურო სეზონი სვანეთში დასრულდა. ღონისძიების მიზანი იყო სვანეთში ზამთრის სპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შიდატურისტული ნაკადების გაზრდა.