გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება იწყება

12-04-2023

ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ ზესტაფონის, ხარაგაულის დ ბაღდადის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს გააცნეს.


ქ. ზესტაფონში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. პროგრამა უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობას.


აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ვენახების კადასტრის შექმნა ხელს უწყობს ვენახების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის შეკრებას დარგის წარმატებული მართვისათვის.


ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.


პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა  ფართობის ვენახები.