გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თუშეთში მანქანა ხევიდან გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

30-07-2018

თუშეთში, წოვათის ხეობაში, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ხეობაში სათემო დღესასწაული იყო და ამ მანქანითაც სწორედ დღესასწაულზე მყოფი ადგილობრივები გადაადგილდებობდნენ.

„მანქანა გადავარდა, ესაა ომალოდან დაახლოებით 30 კმ-ში. წოვათის ხეობაში. სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი, გადაყვანილები არიან თელავის რეფერალურ საავადმყოფში.

ხეობაში იყო სათემო დღესასწაული. სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა“- განაცხადა თშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლადო კახოიძემ.