გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თუშეთში 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

31-07-2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ გირევს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სოფელი გირევი მდებარეობს პირიქითი ალაზნის ხეობაში, აღმა თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კმ-ზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ადრე სოფლის მოსახლეობას შეადგენდა შემდეგი გვარები: აზიკური, ხოსიკურიძე და შუარიძე.

სოფელი კომპაქტურადაა განაშენიანებული, შედგება სხვადასხვა დანიშნულების ორმოცამდე შენობისგან. მათი ნაწილი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი გადაკეთებულია და თუნუქის სახურავით არის გადახურული. სოფლის დასავლეთით, დაახლოებით1,5 კმ-ზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხუთი კოშკია შემორჩენილი.

კოშკის ოთხივე ფასადზე, მესამე და მეოთხე სართულების დონეზე, ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშებით გამოყვანილი პატარა რომბებია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ოთხ-ოთხი ასეთი რომბია, სამხრეთ ფასადზე - სამი.

კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს. კოშკი საყურადღებოა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით. მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი.

დანარჩენი ნაგებობები დაზიანებულია.დანარჩენი ციხე-სახლებიდან ორი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული, მესამედან კი, რომელიც სამხრეთით, ყველაზე დაბალ ადგილზე დგას, დასავლეთი ნახევარია შემორჩენილი - სამი სართულის სიმაღლეზე.



Imedinews