გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ნინო ფოჩხუა ზურა ჯაფარიძის ტრენინგზე: უბედურება ის არის რომ ახალგაზრდებს უსპობენ მომავალს, თავისნაირ მონსტრებად ზრდიან და რამე რომ მოხდეს, მათზე შეიწმენდენ ხელებს

8-05-2023

ეს უკვე სახუმარო თემა არ არის. გარდა იმისა, რომ ემზადებიან ქვეყნის ასარევად და კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, რაშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ეხმარებიან (IRI მთავარი დამფინანსებელი) - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში სურამში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების შესახებ.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უბედურება ისაა რომ ახლაგაზრდებს უსპობენ მომავალს, თავისნაირ მონსტრებად ზრდიან და რამე თუ მოხდა მათზე შეიწმენდენ ხელებს. ამიტომ სასწრაფოდ ზომებია მისაღები.


„ის როგორ არის ლუკას სახარებიდან: "რამე თუ არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს, არცა საიდუმლო, რომელიც არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს." თუმცა ამ ადამიანებმა, რომლებმაც თავისი სიცოცხლე სამშობლოს ღალატს დაუკავშირეს, საიდან უნდა იცოდეს ეს ოქროს სიტყვები. ეს უკვე სახუმარო თემა არ არის.


გარდა იმისა, რომ ემზადებიან ქვეყნის ასარევად და კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, რაშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ეხმარებიან (IRI მთავარი დამფინანსებელი) აქ ყველაზე უბედურება ის არის რომ ახალგაზრდებს უსპობენ მომავალს, თავისნაირ მონსტრებად ზრდიან და რამე რომ მოხდეს, მათზე რომ შეიწმინდავენ ხელებს, ეს ხომ ყველას გვინახავს და ვიცით, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები.


მე იურისტი არ ვარ და ვთხოვ იურისტებს შეაფასონ ამ ჯგუფის ქმედებები და სახელმწიფომ იმოქმედოს დროულად კანონის მთელი სიმკაცრით“ - წერს ნინო ფოჩხუა facebook - ზე.