გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ყვარელში პროგრამის „ინტერნეტიგანვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

15-08-2018

ყვარელში ოთხშაბათს, 15 აგვისტოს  პროგრამის „ინტერნეტიგანვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

 

 ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე ჯობავა ადგილობრივ მედიასა დასაზოგადოებას გააცნობს რეგიონში დაგეგმილ აქტივობებს. აღნიშნული აქტივობები მოიცავს კონსულტაციებსრეგიონში მოქმედი ბიზნესებისთვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან (კერძოდ - სასტუმროებს, სასტუმროსახლებს და გასაქირავებელ ბინებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტებს). კონსულტაციები დაიწყება 15 აგვისტოდან. შემდგომი 2 თვის განმავლობაში კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტები ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

 

 პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ წარმადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოსეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

 

 გთხოვთ, თქვენი მედიასაშუალებებით გაგვივრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია, მადლობა

 

 

პრეზენტაცია 14:00 საათზე ყვარლის მუნიციპალიტეტში დაიწყება.  

 მისამართი: ყვარელი, კუდიგორის ქ. #1, საკრებულოს სხდომათა დარბაზი.