6-06-2023
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, სოფელ თელიანში მიმდინარე ხელოვნურ საფარიანი მოედნის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე უკვე მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და გარეგანათება. ამჟამად მიმდინარეობს ხელოვნური მწვანე ბალახის საფარის დაგება.
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი.მ. „ვახტანგ კუჭაშვილი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 498 ლარით ფინანსდება.
მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულია, რაც ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის ცხოვრების დამკვიდრებას. „მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 5 მსგავსი ტიპის სპორტული მოედანი მოწყობა“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.