გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარაში საშიში ბაქტერიით სამი ადამიანი გარდაიცვალა

1-12-2017

აჭარაში საშიში ბაქტერიით დაავადებულ ახალგაზრდას დღეს კრძალავენ.

5 დღის წინ გარდაცვლილ კაცს, ლეპტოსპიროზი დაუდგინდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, დაავადება ცხოველის შარდისგან დაინფიცირებულ მიწასთან, ცხოველთან, ან წყალთან კონტაქტით გადადის.

გარდაცვლილი სწორედ ცხოველთან კონტაქტის შედეგად დაავადდა. ახლობლები ყვებიან, რომ კაცმა ხელი საქონლის დაკვლის დროს გაიჭრა, რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ქონდა.  მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს, თუმცა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში  ინფიცირებული გარდაიცვალა.

წელს ამ ბაქტერიით სამი ადამიანი დაიღუპა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფექციური დაავადების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარაშია.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საშიში ბაქტერია  ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.


წყარო: "აჭარის ტელევიზია"