გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15-09-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ირინე კორძაიასთან ერთად, N7 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.


სკოლა საგანმანათლებლო პროცესის დაწყებას, ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურით შეხვდა, რომელიც ორსართულიანი ძირითადი სასწავლო კორპუსისა და დამხმარე სამსართულიანი შენობისგან შედგება.


დავით ჩერქეზიშვილმა, ერთ-ერთ პირველკლასელს, ელენე ბარბაქაძეს, სწავლის დაწყება ყვავილებით მიულოცა და სკოლაშიც პირადად მიაცილა.


მერმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სიტყვით მიმართა, მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.