გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსული პრესა: "სამხრეთ ოსეთი" უკიდურეს გაჭირვებაშია.... "როცა პროდუქტები საქართველოდან შემოდიოდა იაფი იყო, რუსეთიდან შემოტანილს კი ვერ ვწვდებით"

5-09-2018

რუსული გამოცემის, «Труд»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთში“ - ცხინვალში 26 აგვისტოს გამართული საზეიმო ღონისძიებებით მიღებული შთაბეჭდილებები: ჩამოთვლილია სტუმრები რუსეთიდან, სირიიდან და რუსეთის სხვა სატელიტი ქვეყნებიდან, აღწერილია „რესპუბლიკის მიერ მიღწეული წარმატებები“ და ა.შ.

პორტალი region.ge  გთავაზობთ მიხეილ მოროზოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

პუბლიკაციაში, დადებით მომენტებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია უარყოფითზეც: „მადლობა რუსეთს ასეთი [ხელგაშლილი და მდიდრული] დღესასწაულისათვის“, - მეუბნება ნაცნობი ოსი ქალი, - მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა ცოტა მოკრძალებულად გაკეთებულიყო, დაზოგილი თანხები გაჭირვებულებისთვის მიგვეცა, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, ან საავადმყოფოებისთვის გაგვენაწილებინა“. იგივე აზრი აქვს ცხინვალელ ტაქსისტსაც: „ვტაქსაობ, რადგან ჩემი ძირითადი სამსახურის ხელფასი ოჯახის გამოსაკვებად არ მყოფნის. ადრე, როცა პროდუქტები საქართველოდან შემოდიოდა, იაფი იყო, ახლა კი ყველაფერი რუსეთიდან შემოდის. მათი ფასი რუსულ ხელფასებზეა გათვლილი, ჩვენ კი შრომის ანაზღაურება იმდენი არ გვაქვს“.

"მართალია ტაქსისტი: ახლა, როცა სეზონია და ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იაფი უნდა იყოს, პირიქით, ყველაფერი ძვირია - იმიტომ, რომ მათი უმეტესობა რუსეთიდან შემოდის. სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ორი საწარმო მუშაობს - სამკერვალო ფაბრიკა და ადგილობრივი მინერალური წყლის ჩამომსხმელი საამქრო. აქ ინვესტიციებს საერთოდ არავინ აბანდებს. თითქოსდა შეიმუშავეს ტურისტული კლასტერის შექმნის პროექტი, მაგრამ ყველაფერი ქაღალდზე დარჩა. სამუშაო არ არის, ამიტომ ყველას ერთი მიზნის განხორციელება სურს - როგორმე სამსახური სახელისუფლო სტრუქტურებში მოძებნონ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სამინისტროებში, ძალოვან უწყებებში, სავაჭრო ობიექტებში, ანუ სადაც ფული და სტაბილური ხელფასია... დანარჩენები კი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რუსეთში არიან გადახვეწილნი სამუშაოსათვის", - ნათქვამია სტატიაში.