გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში

27-09-2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.


„დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის უმძიმესი დღე და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, პატივს მივაგებთ ამ უთანასწორო ომში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს. ასევე, სრულ თანადგომას ვუცხადებთ დევნილ ოჯახებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.