გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა არა ოპოზიციის დასასრულებლად, ესენი უკვე დასრულებულნი არიან, არამედ საქართველოსთვის ახალი რეალობის სრულად გამოსაყენებლად ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

30-12-2023

„მთელი დღის განმავლობაში არ წყდება კომენტარები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით"- ასე ეხმაურება, "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არა "ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს მოევლინა მხსნელად.


"მთელი დღის განმავლობაში არ წყდება კომენტარები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ძირითადად მის დაბრუნებას მოახლოებულ არჩევნებს მიაწერს და თვლიან, რომ ის "ქართული ოცნებას" ისევ მაშველად მოევლინა.


ოპოზიციის აზროვნება რა თქმა უნდა, მეტს ვერ წვდება და თავს დატეხილი ალიაქოთი სხვაგვარად ვერ ახსნეს. რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილი არა "ქართულ ოცნებას", არამედ ისევ საქართველოს მოევლინა მხსნელად. განმარტა კიდეც მის განცხადებაში, მსოფლიოში შექმნილ ურთულეს ვითარებაში, სადაც საქართველომ შეიძლება ძლიერი პოზიციები მოიპოვოს, მისი რესურსი სჭირდება. სრულიად ვეთანხმებით, გეოპოლიტიკურ ვითარებას, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ რყევებია, ნამდვილად სჭირდება ბიძინა ივანიშვილის შორსმჭვრეტელობა და ძალა. განსაკუთრებით ეს ორი წელი ხელისუფლებამ შეუძლებელი შეძლო და დღეს მისი რჩევები ნამდვილად წაადგება ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა არა ოპოზიციის დასასრულებლად, ესენი უკვე დასრულებულნი არიან, არამედ, საქართველოსთვის ახალი რეალობის სრულად გამოსაყენებლად ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში"- წერს ჩიბურდანიძე.