გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

6-02-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 

შეხვედრებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე თორნიკე ტიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

 

შეხვედრებზე ნიგვზიანის, ნინოშვილისა და ლესის მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვიტეს თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

 

მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 748 ათასი ლარი გამოეყო.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 54 სოფელში საერთო კრება ან კონსულტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩატარდება.

 

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია შიდა გზების, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა–რეაბილიტაცია და სხვა.