გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გელა სამხარაული სალომე ზურაბიშვილზე: სწორედ ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ

7-10-2018

„სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწყმოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მართლა დაგვეხმარება თითოეულ ქართველს,  ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, ჩვენ გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ და აქედან გამომდინარე“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გელა სამხარაულმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა.


„მიმაჩნია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მე, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს აი ასე, არ მინდა მათ დავემსგავსო და ბილწი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენო, მაგრამ  ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. სწორედ, ქალბატონმა სალომემ, ამ თავის ევროპელობით ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არცერთი სიტყვაც კი თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად გამოეპასუხებოდა, თუნდაც, მათ უზრდელობას. სწორედ, აი ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ, უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დააბალანსებს სწორედ ამ სხვადასხვა საზოგადოების ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას. პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი“-განაცხადა სამხარაულმა.