გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ვისაც ქაოსის, არეულობის,რევოლუციისკენ და უცხოეთთან მონური ურთიერთობისკენ აქვთ მიდრეკილება კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისმგებლობა

12-05-2024

მე მხოლოდ ერთს დავამატებ, ვისაც სურს ამ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და სუვერენიტეტის დაცვა პრემიერის მიერ გაჟღერებულ ამ ძირითად პრინციპებს დაეთანხმება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.


ექსპერტის თქმით, ვისაც ქაოსის, არეულობის,რევოლუციისკენ და უცხოეთთან მონური ურთიერთობისკენ აქვთ მიდრეკილება კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისმგებლობა.


„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ:


• ხელისუფლება კვლავაც იქნება პრინციპული და გამჭვირვალობის კანონი იქნება მიღებული

• კანონდარღვევაზე იქნება შესაბამის რეაგირება, სამართალდამცველები იმოქმედებენ გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე დღეს მოქმედებენ აშშ-ს და ევროპულ ქვეყნებში

• დასავლეთიდან სანქციების თემით შანტაჟი არასერიოზულია, თუმცა თუ იქნება ასეთი მცდელობა, ეს ვერ აიძულებს ხელისუფლებას გადაუხვიოს იმ კურსს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება

• თუ კი, როგორც ოპოზიცია აცხადებს ევროპასთან სავიზო თავისუფალი სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსების ინტერესებში შედის, მაშინ გაურკვეველია რატომ ცდილობს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი დააშანტაჟოს საქართველოს იმ მექანიზმით, რომლითაც მხოლოდ რუსეთისათვის იქნება სასარგებლო

• რაც შეეხება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობას, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, განიხილოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობისა და პირდაპირი ფრენების საკითხები, რაზეც არაერთხელ მიემართა მათ, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი თანამშრომლობის სურვილი არ ჩანს

• ხელისუფლების მხრიდან კვლავაც დაგმობილი იქნა ყოველგვარი სახის ძალადობა, ვის მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, შესაბამისად ყველა ასეთი სახის დანაშაულზე თუ გადაცდომაზე მიმდინარეობს გამოძიება და მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ნორმები.


მე მხოლოდ ერთს დავამატებ, ვისაც სურს ამ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და სუვერენიტეტის დაცვა პრემიერის მიერ გაჟღერებულ ამ ძირითად პრინციპებს დაეთანხმება, ხოლო ვისაც ქაოსის, არეულობის,რევოლუციისკენ და უცხოეთთან მონური ურთიერთობისკენ აქვთ მიდრეკილება მათ სწორედ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისმგებლობა“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.