გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

12-10-2018

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები დაიწყო.


ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 


2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყე 144 ჰექტარზე აღდგება, სადაც, დაახლოებით, 400 ათასამდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება. 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტყის აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარის“ სატყეო საქმის სტუდენტებმაც მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. 


გასულ წელს ნახანძრალი ტერიტორია სპეციალისტებმა კომპლექსურად შეისწავლეს. მათ შორის, ჩატარდა გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა.


შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს. პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.


სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.


imedinews.ge