გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი

14-09-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.


„მივესალმები შიდა ქართლს. მივესალმები გორს, კასპს, ქარელს, ხაშურს. მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჩვენს დევნილ მოსახლეობას. მივესალმები ჩვენს დელეგატობის კანდიდატებს, ბატონ ლადო ხინჩეგაშვილს და ბატონ ზაზა დუგლაძეს, ღირსეულ ხალხს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში შემდეგ მოწვევაში თქვენს რეგიონს.


შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების, 2012 წლამდე მაქვს საუბარი, ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი. თქვენ იქით შეგიძლიათ მოუყვეთ და ასწავლოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპაციის, ომის, მათი თანმდევი წარუშლელი დაღის და მეორე მხრივ, მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ. ქართლის ისტორიაც ეს არის.


მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რწმენისთვის და სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორია და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.