გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა

10-11-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა.


მან არტილერისტებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა სამსახურებრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“.


ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა მე-5 საარტილერიო ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს და გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ.