გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შიდა ქართლში 2 ახალი საავადმყოფო ამოქმედდა

23-11-2018

ხაშურში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კიდევ ერთი საავადმყოფო ამოქმედდა. მრავალპროფილური კლინიკის გახსნას საქართველოს იძულებულ გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის დაცვის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„ჩვენ ვიმყოფებით ხაშურის ახალგახსნილ კლინიკაში, სადაც შესანიშნავად არის დაგეგმარებული მშენებლობაც, აღჭურვაც. აქ დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც აუცილებელია პაციენტის უსაფრთხო მოვლისთვის და ასევე პერსონალისთვის. ეს კლინიკა ახლა გათვლილია 70 სტაციონალურ საწოლზე, თუმცა მას აქვს პერსპექტივა, რომ კიდევ 20 საწოლით გაიზარდოს და ახალი დარგები და მიმართულებები განავითაროს. ძალიან სასიხარულოა, რომ ქალაქს ექნება თანამედროვე საავადმყოფო. ამ კლინიკას ასევე სტატეგიული მნიშვნელობა აქვს არამარტო ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ ზოგადად ავტოსაგზაო შემთხვევებისას პრევენციისა თუ მიღებული დაზიანების, ტარავმების მართვისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ხაშურის პარალელურად, „გორმედის“ ქსელში ახალი საავადმყოფო ქარელშიც ამოქმედდა.

 

„შიდა ქართლში 2 ახალი საავადმყოფო ამოქმედდა, ერთი ეს ხაშურში და მეორე ქარელში. ორივე კლინიკაში შეიქმნა ხუთასამდე ახალი სამუშაო ადგილი, ორივე საავადმყოფო შესაბამება უმაღლეს სამედიცინო სტანდარტებს და ამ სამედიცინო ცენტრების ამოქმედებით რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის სერვისების ადგილზე მიწოდების შესაძლებლობა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში 227 ადამიანი დასაქმდა და სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-აღჭურვისთვის 3 ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკის გენერალური დირექტორის და დამფუძნებლის გია სვანაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობა ყველა იმ სამედიცინო სერვისს 24 საათის განმავლობაში მიიღებს, რაც მოსახლეობისთვის და სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.


ipn.ge