გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

3-12-2018

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი, ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.