გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისი-ხონის გზაზე სამხედროების მიკროავტობუსი ამობრუნდა

6-12-2018

ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. 


არსებული ინფორმაციით, "ფიატის" მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.


ქუთაისის საავადმყოფოებში სულ 15 პაციენტი შეიყვანეს, 6 მათგანი მალევე გაეწრა და ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს. დარჩენილი 9 პაციენტიდან ორს ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენმა კი თავის ტრავმა მიიღო. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. 


imedinews.ge