გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ

12-12-2018

რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა მაიერსი და ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო. საუბრის თემები: უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა, საქართველო და ა.შ.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდებს საუბრიდან:


მაქსიმ შევჩენკო: უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირების პარალელურად არსებობს მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც კავკასიასა და საქართველოში. ეს სრულიად აშკარაა.


მაშა მაიერსი: აგვიხსენით, რას გულისხმობთ.


მაქსიმ შევჩენკო: საქმე იმაშია, რომ გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მის ირგვლივ ბევრი წვრილ-წვრილი პარტიებია თავმოყრილი. საერთო ჯამში, მოსახლეობა მხარს არ უჭერდა არც სალომე ზურაბიშვილს და არც გრიგოლ ვაშაძის მომხრე ძალებს. ამომრჩევლებს სიმეტრიული პოზიცია ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნება - გრიგოლ ვაშაძე და საკაშვილელები მარტის თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათ აქვთ საკმაო საფუძველი იმისა, რომ სერიოზული კოალიცია შექმნან. პატარა პარტიები და პლუს ამერიკელების მხარდაჭერა. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ტყუილად კი არ გამოჩნდა თბილისში უკრაინელი სემიონ სემენჩენკო თავისი რაზმელებით, რომლებიც ამ დღეებში დააკავეს. (...) ჰოდა, ეს არის მცდელობა იმისა, რომ კავკასიას, საქართველოს მეშვეობით, ცეცხლი მოუკიდონ. მე მგონია, რომ მოსკოვს არავითარი სცენარი არ აქვს, როგორ შეაჩეროს ეს პროცესები და მას რა დაუპირისპიროს.


მაშა მაიერსი: მოიცათ, ხომ პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, თქვენ კი საპარლამენტოზე ლაპარაკობთ...


მაქსიმ შევჩენკო: საქმე იმაშია, რომ საქართველოში პრეზიდენტი ფორმალურად არანაირი ხელისუფლებას არ ფლობს. ძალაუფლება აქვთ პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს.


მაშა მაიერსი: საქართველოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა... ეს როგორ?


მაქსიმ შევჩენკო: მთლიანად კავკასიისათვის...


მაშა მაიერსი: აჰა, მთლიანად კავკასიისათვის... და რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ასეთ სიტუაციაში, როგორ ფიქრობთ? აქვს მოსკოვს რეალური ბერკეტები?


მაქსიმ შევჩენკო: მე მიძნელდება რაიმე რჩევის მიცემა. ასეთ დროს თვითონ ქართველების აზრიც უნდა ვიცოდეთ.


მაშა მაიერსი: თქვენ იყავით საქართველოში?


მაქსიმ შევჩენკო: უბრალოდ, ყურადღებით ვადევნებ თვალს სიტუაციას. მე ვთვლი, რომ საქართველო კავკასიის გასაღებია. იცით, რა არის საინტერესო? ამას წინათ 1921 წლის ომის ისტორია გადავიკითხე, როცა წითელმა არმიამ საქართველო მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიკავა. ომის დაწყების წინა ხანებში სერგო ორჯონიკიძე წერილს წერს ვლადიმერ ლენინს და იოსებ სტალინს, რომელშიც აღნიშნავს, რომ „საქართველო საკვანძო როლს ასრულებს როგორც ჩრდილო კავკასიის, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართო“ ორჯონიკიძე ლენინს პირდაპირ ეუბნება, „საქართველო უნდა დავიკავოთ, თორემ კავკასიას მალე მთლიანად დავკარგავთო“. ვლადიმერ ლენინს კი ქართველ სოციალ-დემოკრატებთან (ანუ მენშევიკებთან) მოლაპარაკება სურდა.


მაშა მაიერსი: რა შანსები არსებობს? არის პრორუსული რიტორიკა საქართველოში?


მაქსიმ შევჩენკო: არა, პრორუსული რიტორიკა საქართველოში შეუძლებელია. არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ღიად გამოვა რუსეთთან დიალოგისათვის, არანაირი პერსპექტივა და შანსები არ აქვთ.


მაშა მაიერსი: აბა, მაშ რა უნდა გაკეთდეს?


მაქსიმ შევჩენკო: საჭიროა გავიგოთ უძველესი მართლმადიდებელი ქართველი ხალხის სული და მას მხარი დავუჭიროთ.


მაშა მაიერსი: პატივისცემით მოვექცეთ...


მაქსიმ შევჩენკო: რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენებს ამის გაკეთება, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ.