გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დუშეთში კვირიას სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

13-12-2018

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების კვირიას სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


დარბაზული ტიპის ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში შეინიშნება ერთსაფეხურიანი ქვის ცოკოლი. სწორკუთხა ფორმის კარი გაჭრილია დასავლეთიდან. 


აღმოსავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია, რომელთა ზომაც მოგვიანო პერიოდში შემცირებულია. ორფერდა სახურავის კეხი მიმართულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მოგვიანო პერიოდში გადახურულია თუნუქით. ტაძარს გაკეთებული აქვს ახალი ლავგარდანი, რომლის გაყოლებაზეც ქვედა მხარეს ძველი ლავგარდანის კვალია. 


კედლები მოგვიანო პერიოდში შელესილია, გარედან ნაგებობა თეთრადაა შეღებილი. ტაძარს ჩრდილოეთიდან აშენებული აქვს ზუდე.


ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლებია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის მახასიათებელი არქიტეტურული ფორმები, სიძველე.


Imedinews.ge