გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბორჯომსა და ასპინძაში სოციალური კარადები დადგეს

13-12-2018

საქველმოქმედო აქციაში „გააზიარე სითბო“ ჩართვის მიზნით, სოციალური კარადა ბორჯომის და ასპინძის ცენტრალურ ქუჩაზე დადგეს. მიუსაფარი ადამიანების დახმარების მსურველებს შეუძლიათ, რომ კარადებში ტანსაცმელი და სურსათი დატოვონ.

ასპინძაში სოციალური კარადა დაბის ცენტრში, კულტურის სახლის წინ დაიდგა.

 

„გააზიარე სითბო“-ამ სახელწოდებით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციას,ბორჯომშიც შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორი საბა კაპანაძეა: „მოვიტანეთ საკვები პრუდუქტი და ტანსაცმელი იმისთვის, ვისაც სჭირდება“.

 

საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “გააზიარე სითბო” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და აქ სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა.

 

მოკლე ხანში იდეას არაერთი სხვა ადამიანი გამოეხმაურა, მათ თავიანთ უბნებსა და ქუჩებზე საკვებსა და ნივთებს მოუყარეს თავი, დადგეს კარადები, იგივე მოწოდებით გადაიღეს ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე მოიცვა რამდენიმე მეგობრის იდეამ, როგორც თბილისის სხვა დასახლებები, ისე ქვეყნის სხვა ქალაქები.

 

ახალციხეში მსგავსი კარადა სამ დეკემბერს, რუსთაველის ქუჩაზე დადგეს.


sknews.ge