გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

24-12-2018

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 52-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.

ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა.

ახალაშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი.

ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, 725 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. ასევე, განიხილება ნგრევადი ობიექტების დახურვის საკითხიც. განსახლების პროცესში პრიორიტეტი ვეტერანი დევნილების ოჯახებს მიენიჭებათ.

წყალტუბოში, უკვე დასრულდა ტენდერი და 420 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე, კი 140-ბინიანი 2 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობები დასრულების შემდგომ, წყალტუბოში ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურება. 

2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 

ბინების გადაცემის ღონისძიებას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე დაესწრნენ.