გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

29-12-2018

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანი.   ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ. სამინისტრომ  ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა.  2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.