გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: რეგლამენტის უხეში დარღვევა და გუნდურობა-ამ ორი მიზეზის გამო გავიწვიეთ გედევან ფოფხაძე

3-01-2019

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონო გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას.

„აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია და ამ ორი მიზეზის გამო იქნა ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონი ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხებ გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.