28-01-2019
სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა ქალბატონი , რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
”გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ქალი სოფელ გვაბზუში გზაზე იპოვეს.
„ უგონო მდგომარეობაში იქნა ეს ქალბატონი შემოყვანილი. თავის ქალას, ტვინის მძიმე დახურული ტრავმით, მრავლობითი მოტეხელობებით. რამდენიმე საათში გარდაიცვალა“ -განაცხადა დავით მდინარაძემ.