გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უჯარმის ციხეზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

1-02-2019

საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ.


წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. სამხედროების მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეების სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.


საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.