გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ტროტუარების გათავისუფლება დაიწყო

26-02-2019

ბათუმში, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის გარევაჭრობისგან გათავისუფლება დაიწყო. ობიექტების მეპატრონეებს გაფრთხილებები რამდენიმე დღის წინ დაურიგდათ, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 


საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევებთან დაკავშირებით ღონისძიებები გასულ კვირას ქუთაისისა და გამსაურდიას ქუჩებზე ჩატარდა. უფრო ადრე სავაჭრო დახლები ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში აიღეს.


უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება წერეთლის ქუჩიდან დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდება.