გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კონდოლის ჭალის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილ მუხის ხეებს ჭრიან

12-03-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალაში წითელ ნუსხაში შეტანილ მუხის ხეებს დაუდგენელი პირები ჭრიან. ხეების ნაწილი ტყიდან გატანილია, ნაწილი კი ჯერ ადგილზეა.


კახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ხე-ტყის უკანონო მომპოვებლებს სანქციებს აკისრებენ, თუმცა ეს ტყის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.


“ჭალების ტყის გაკონტროლება რთულია და მისი გაჩეხვაც უმეტესად ღამის საათებში ხდება. კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის უკანონო ჭრებთან დაკავშირებით მოკვლევას დავიწყებთ. მასალები გადაიგზავნება პოლიციაში ან პროკურატურაში”, – განაცხადა იოსებ ტურაშვილმა.


კახეთის ხმა