გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორის მიერ თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

15-03-2019

გორში, გორის წისქვილკომბინატ "კარმენითან", პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. საუბარი შეეხება თანამშრომლების გაფიცვას, რომლის თავდაპირველი მოთხოვნაც ხელფასების მომატება იყო, დღეს კი აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი მოთხოვნა წამოაყენეს: დირექტორის გადადგომა და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თანამშრომელთა კანონიერი გაფიცვა დაიწყო, 14 მარტს, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანს სასტიკი საყვედური გამოუცხადა. წისქვილკომბინატ "კარმენის" თანამშრომლების განცხადებით, უკვე შვიდი წელია ხელფასის მომატებას უშედეგოდ ითხოვენ.


მოლაპარაკების პროცესში მშრომელებთან ერთად ჩართულია პროფკავშირების თავმჯდომარე.


ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას 16:30 საათზე გააკეთებს.