გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რეგიონებში წელს ახალი საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

20-03-2019

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო:
"საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს და წელს დასრულდება შუახევსა და დუშეთში. 2019 წელს დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, ასევე, გაეროს დაფინანსებით. როგორც წესი, ორგანიზაცია ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის.

სექტემბრიდან ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანში და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებს და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ არ დაგიმალავთ და ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


მისივე თქმით, 2018 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები: ლანჩხუთი; აწყური, სანიორე/ ნაფარეული, ზედა საზანო, ლესიჭინე; საჩხერე, წნორი, დმანისი, ადიგენი; ახალსოფელი, მუხრანი, უდაბნო, საწირე.


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. "მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით. შემოგთავაზეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლითაც რეალურად მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის ირგვლივ ყოველ საარჩევნო წელს ისმოდა კრიტიკული შენიშვნები ოდირის მხრიდან. გასული წლის არჩევნებზე კი, როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებთან მიმართებით პრობლემები არ შეგვქმნია. სწორედ თქვენი მხარდაჭერით შევძელით ამ ცვლილებების კანონად ქცევა,"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.