გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეხსნა პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო

25-04-2019

"დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია", - ეს განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


ზალკალიანის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეხსნა პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო.


"ეს ინფორმაცია როგორც კი შევიტყვეთ, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა. საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო. ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, უფრო ინტენსიურად წარიმართოს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინციდენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია", – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.