26-04-2019
გორში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივ ხელისუფლებაა და სახელმწიფო მინისტრის წამომადგენელთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე ისაუბრეს.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების გეგმები შესთავაზა.
სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების მოსახლეობას აწუხებს.
შეხვედრა პროექტ ,,იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის’’ ფარგლებში გაიმართა.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს ფონდის, ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ მიერ .