სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ტყიბულში შინდისის გმირს ბიუსტი დაუდგეს

2-05-2019

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ტყიბულის მკვიდრს, ნიკოლოზ ფორჩხიძეს თავის სოფელ ძიროვანში ბიუსტი დაუდგეს.


ბიუსტის დაგმის ინიციატორი ნიკოლოზის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი, კობა ფორჩხიძეა, რომელმაც იდეის განსახორციელებლად ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გაიღო. მეგობრის სულის უკვდავსაყოფად მან აგვისტოს გმირის ბიუსტი სოფლის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე აღმართა.


ბიუსტის გახსნას ძიროვანში თანასოფლელებთან ერთად ნიკოლოზის მშობლებიც დაესწრნენ.


ნიკოლოზ ფორჩხიძე ერთ-ერთია იმ 17 მებრძოლთა შორის, რომელიც ომის დასრულების შემდეგ გმირულად დაეცა შინდისში. მისი გარდაცვალების შეტყობინება ოჯახმა 17 აგვისტოს მიიღო. 24 წლის ნიკოლოზ ფორჩხიძე წოდებით კაპრალი იყო. ახალგაზრდა მებრძოლს „მხედრული მამაცობისთვის“ მედალი საქართველოს პრეზიდენტისგან გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.



kutaisipost.ge