გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზაურ დარგალი: სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

3-05-2019

მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, სოფელ სადახლოსა და თაზაკენდში გარე განათება მოეწყობა, სოფელ ხულდარაში დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ მოლაოღლში ხიდისა და შიდა გზის მოასფალტება, სოფელ ბურმაში კი შიდა გზები მოიხრეშება. ასევე დასრულდება სადახლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი.


ამომრჩეველთან შეხვედრების შემდეგ, მერობის კანდიდატი სადახლოში ოჯახებს ესტუმრა და მათი საჭიროებები გამოიკითხა.