გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ

5-05-2019

ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ. დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდის, ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი და ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები.


ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.


„მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ ქუჩებში და მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან ღონისძიებებში. რაც მნიშვნელოვანია, დღეს, ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“ – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.



1tv.ge