გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხულოს განყოფილებას სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ფორმები გადაეცა

8-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ტექნიკურ და მატერიალურ გადაიარაღებას განაგრძობს.

ბათუმის შემდეგ, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის მქონე „ურალის“ მარკის წყალმზიდი და სამაშველო მანქანა ხულოს განყოფილებას გადაეცა. ამასთანავე, განახლდა მეხანძრე-მაშველთა ფორმებიც.


ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა რთული რელიეფური პირობების შესაბამისად არის ადაპტირებული და პასუხობს მაღალმთიანი აჭარის მოთხოვნებს. ასევე, აქვს შესაძლებლობა მოკლე დროში უზრუნველყოს დიდი რაოდენობის წყლის ტრანსპორტირება.


ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ორი უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკვე 4 ახალი სახანძრო და სამაშველო მანქანა გადაეცა.


დღესვე, ხულოში მცხოვრებ მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და წარმოდგენილი ინვენტარის გამოყენებით გაცნობოდნენ ხანძრის ქრობის სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სახანძრო და სამაშველო ტექნიკას სხვა რეგიონებშიც განაახლებს. ასევე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მეხანძრე-მაშველი ახალი ფორმით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.