გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შსს: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე აღძრულია საქმე, ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი

14-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ზუგდიდში მიმდინარე დაპირისპირების თაობაზე ბრიფინგი გამართა.


ბრიფინგის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ჩვენ ვსწავლობთ ყველა ინციდენტს, სადაც შესაძლოა არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მცირედი ნიშნებიც კი.

ჩვენს მიერ დაწყებულია გამოძიება 2 სისხლის სამართლის საქმეზე: პირველი, ეს არის, მიმდინარე წლის 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და მისი ოჯახის წევრები მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით.

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთ-ერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით. გამოძებნის ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი.

აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

აქვე დავამატებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს - დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“ - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.