გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

15-05-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, რწმუნებულის მოადგილესთან, შოთა როსტიაშვილთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დროისთვის გრძელდება სოფელ ურაველში, სადაც აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის 4, 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ მონასტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, აქ პირველად ხორციელდება. პროექტის განხორციელების შემდეგ იგი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ხუროთმოძღვრულ ძეგლთან დაკავშირება კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს ასევე, სოფელ ხეოთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც ამ დროისთვის გრუნტის მომზადება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება გზის 2500 მეტრიან მონაკვეთზე და მოეწყობა სანიაღვრე არხი. 

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 6 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.