18-05-2019
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა.
12 წლამდე მოზარდებმა, სავარაუდოდ, გაზით მიიღეს ინტოქსიკაცია. ისინი თავის ტკივილითა და ღებინებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშო მოათავსა.
ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე სტაციონარში რჩებიან.
"შემოიყვანეს სამი ბავშვი, მუცლის ტკივილით, გაბრუებით, ღებინებით და თავის ტკივილით. ბავშვები ამას თვითინ უკავშირებენ მძაფრი სუნის მქონე ჰაერს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ყველა მათგანი რჩება სტაციონარში“ - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მაია მრელაშვილმა.
აკურის აკოლაში აცხადებენ, რომ შენობაში ბუნებრივი აირი არ არის, თუმცა მომხდარს ცენტრალურ მაგისტრალზე გაზით დატვირთული მანქანის გავლას უკავშირებენ, რა დროსაც ძლიერმა სუნმა ეზოში მყოფი მოზარდები მოწამლა.
"სკოლის შენობაში გაზი არ არის. ვფიქრობ, უბრალოდ ბავშვები სუნზე დაპანიკდნენ, რადგან ბუნებრივი აირის სუნი არამარტო სკოლის გარეთ, არამედ მეზობელ სახლებშიც იგრძნეს. ვფიქრობთ, გაზით დატვირთულმა მანქანამ გაიარა, რომელმაც მძაფრი სუნი დატოვა " - განმარტა აკურის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხათუნა შიუკაშვილმა.